სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კლინიკა “ვივამედში” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა. ნინო ლომჯარიასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის აპარატის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა ექიმებმაც მოინახულეს.
როგორც ლომჯარია განმარტავს, ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია რთული და მძიმეა, ამ დინამიკით კი რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება.