პარტია "დროამ" და სამოქალაქო აქტივისტებმა 3 დეკემბერს უკრაინაში მებრძოლი და დაღუპული ქართველი ჯარისკაცების პატივის მისაგებად აქცია პერფორმანსი გამართეს. ელენე ხოშტარიას და ნიკა ფარულავას განცხადებით დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე შავი ლენტების შებმით პროტესტი გამოხატეს მთავარი სლოგანის "მშვიდობის ქალაქის" მიმართ და ამავდროულად პატივი მიაგეს დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს.
აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დედაქალაქისთვის მშვიდობის ქალაქის წოდება უპასუხოსმგებლობა და არასახელწიფოებრივი ნაბიჯია.
პარტია "დროა" 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს.