საქართველო-ჩეხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის 10 თვეში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, კერძოდ, 137 მლნ დოლარს აჭარბებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით ზრდა თითქმის 60%-ის ფარგლებშია. ეს კი ჩეხეთთან ექსპორტ-იმპორტის ისტორიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ქვეყნებს შორის ვაჭრობაში საქართველოდან საქონლის იმპორტს მცირე 8.5%-იანი წილი უკავია, შესაბამისად იმპორტის მოცულობა 91.5%-ია. ამ პერიოდში ქვეყნიდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად დაახლოებით 126 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის რიცხვებს 61%-ით აღემატება. იმპორტის თითქმის მეოთხედს სატელეფონო აპარატები წარმოადგენს.