როგორც უკვე ვიცით, მიმდინარე წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა. მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 3 დღის წინ გამოაქვეყნა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანაში საკვები პროდუქტი პერმანენტულად ძვირდება. იმ პროდუქტების ჩამონათვალი კი, რაზეც ფასები იკლებს, მცირდება. მაგალითად, თუ ერთი წლის წინ ან კიდევ უფრო ადრე სტატისტიკურ ჩამონათვალში გაიაფებული საქონლის რაოდენობა 10-ს აღემატებოდა, ბოლო თვეების განმავლობაში, ფასები მხოლოდ 4-5 პროდუქტზე მცირდება.
მიმდინარე წლის ნოემბერში, საქართველოში ქლიავი გაიაფდა დაახლოებით 26%-ით, ყურძენი - 18%-ით, კომბოსტოს ფასი თითქმის - 14%-ით არის შემცირებული, ნიორი - 7%-ით გაიაფდა, ბადრიჯანი კი - 0,93%-ით. რაც შეეხება იმ პროდუქტებს, რომლებიც ნოემბერში, გასული წლის ნოემბერთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა, ესენი: სიმინდის ფქვილი - 83%-იანი გაძვირებით. კარტოფილი - 39%-ით არის გაძვირებული. შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტები ასევე - 39%-ით. ამასთან, გაძვირებულია ხახვი, მწვანე ლობიო , ლიმონი, მარგარინი და ვაფლი.