კიმ კარდაშიანმა და კანიე ვესტმა განქორწინების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, კიმ კარდაშიანი კანიე ვესტისგან ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 ათას დოლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ კიმსა და კანიეს 4 შვილი ჰყავთ. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ყოველთვიურად გადახდილი თანხით კანიე შვილებს დაეხმარება. კანიე ვესტი კი, კიმ კარდაშიანთან ერთად ოთხივე შვილის მეურვეობას იზიარებს.
უთანხმოების მოტივით კიმ კარდაშიანმა კანიე ვესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა. 2022 წლის მარტში კიმ კარდაშიანმა მარტოხელა დედის სტატუსი მიიღო, როცა მისი მოთხოვნა ოჯახური მდგომარეობის სტატუსის შეცვლის შესახებ დააკმაყოფილეს. საბოლოო გადაწყვეტილებამდე წყვილი განქორწინების პირობებზე ვერ თანხმდებოდა.
კიმ კარდაშიანმა და კანიე ვესტმა ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს, 2014 წელს კი იქორწინეს. მათი 4 შვილიდან ყველაზე უფროსი 9 წლისაა, უმცროსი კი 3 წლის.