უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, ოფიციალური კიევი მზად არის რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები მას შემდეგ მისცეს, რაც მოსკოვი თავის ჯარებს უკრაინიდან გაიყვანს , გადაიხდის რეპარაციებს, ყველა ომის დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარდგება და ნებაყოფლობით დათმობს ბირთვულ იარაღს. არახამიას თქმით, როდესაც რუსეთი ამას გააკეთებს, უკრაინული მხარე მზადაა დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ისაუბროს უსაფრთხოების გარანტიებზე. 3 დეკემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს დათანხმდება, დასავლეთმა უნდა განიხილოს რუსეთისთვის გარანტიების მიცემა უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურაში.