ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა, რის გამოც კუნძულ ჯავაზე ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც მედია წერს, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ჰაერში 1,5 კმ-იანი ფერფლის სვეტი წარმოიქმნა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მედიის ცნობით, მოსახლეობას ტერიტორიიდან სულ მცირე 8 კილომეტრის დაშორებით ყოფნისკენ მოუწოდეს. ამოფრქვევის შემდეგ იაპონიამ მის სამხრეთ კუნძულებზე, ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა.