საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს. დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვაზე მრევლს ქადაგებით საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა მიმართა. ილიამ მეორემ სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა რომ სწორედ ეს დღეა იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეს ადამიანი. უწმინდესმა ქადაგების დროს აღნიშნა რომ მშობლების მოვალეობაა მათი შვილები სარწმუნოებას აზიარონ.