უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ნელდება და ეს სავარაუდოდ, ზამთრის მომავალ თვეებშიც გაგრძელდება. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა.
როგორც ჰეინსმა აღნიშნა, ორივე მხარე შეეცდება გაზაფხულზე ნებისმიერი კონტრშეტევისთვის გადაიარაღდეს და მარაგი შეივსოს.
მისივე განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების უმეტესი ნაწილი ახლა ბახმუტსა და დონეცკის რეგიონში მიმდინარეობს.
”ჩვენ ვხედავთ კონფლიქტის ერთგვარ შენელბულ ტემპს და ველით, რომ ასე იქნება მომავალ თვეებშიც”, - დასძინა აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა.