პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და თავისუფლების მოედანზე შეკრებას აანონსებს. ხოშტარია მოუწოდებს მოქალაქეებს, საახალწლო ნაძვის ხისთვის სამგლოვიარო ნაჭრის შებმით დაღუპული მეომრების გამო სამძიმარი გამოთქვან. ორგანიზატორების თქმით, შეკრების მიზანი ყალბი მშვიდობისთვის პროტესტის გამოცხადებაც იქნება.