უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლა ყველაზე რთული ვითარება ბახმუტსა და სოლედარშია. უკრაინის პირველი პირი აღნიშნავს რომ ფრონტის წინა ხაზზე მყოფი მებრძოლების დასახმარებლად ყველაფერი კეთდება. ზელენსკიმ მადლობა ჩოპის მესაზღვრეთა რაზმს მადლობა გადაუხადა, რომლებიც ბახმუტის მიმართულებით იბრძვიან და დღეს ოკუპანტების თვითმფრინავი ჩამოაგდეს.