ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა. ევროკავშირის საბჭოს თანახმად, აღნიშნული ზომა ძალაში 5 დეკემბრიდან შევა. ევროპული სტრუქტურის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ენერგორესურსებზე მსოფლიო ფასების სტაბილიზებას და მესამე ქვეყნების ენერგომომარაგებისთვის ნეგატიური შედეგების შემსუბუქებას”. ცნობისთვის, 2022 წლის 6 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვის შესახებ.