საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდება. ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის წარდგენი ცერემონია.