ინდონეზიის კუნძულ იავას 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაატყდა თავს. აშშ-ის გეოლოგიური კვლევების სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ ბანჯარიდან 18 კილომეტრის მოშორებით, დედამიწის ზედაპირიდან 112 კილომეტრის სიღმეში დაფიქსირდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ოთხი სახლი კი დაზიანდა. ინდონეზიის კატასტროფების სააგენტომ მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამის შესაძლებლობა ამორიცხა. გასულ კვირას კუნძულ იავაზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც სულ მცირე 300 ადამიანი ემსხვერპლა.