შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონფერენცია გამართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და დეპუტატებმა მიმართეს. კონფერენციაზე ის საქმიანობა შეაჯამეს, რომელიც უწყებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის განხორციელდა.