აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის განცხადებით, რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესება პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს შეზღუდავს. მისი თქმით, მაშინ, როცა რუსეთის ეკონომიკა და მისი ბიუჯეტი სულ უფრო და უფრო მცირდება, ფასების ზედა ზღვარი დაუყოვნებლივ შეამცირებს პუტინის შემოსავლის უმნიშვნელოვნაეს წყაროს. ფინანსთან მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები, რომლებიც ენერგო რესურსებსა და საკვებზე გაზრდილი ფასებით ძლიერ დაზარალდნენ , რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებით განსაკუთრებით ისარგებლებენ.