სკანდალური ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, რუსი მომღერალი ტატიანა სოლოვიოვა, მედიიის წინაშე ადვოკატთან ერთად გამოჩნდა. როგორც მომღერლის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ თქვა, სოლოვიოვა მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან მუდმივი დევნისა და შევიწროვების ობიექტია. უფლებადამცველის განცხადებითვე, ყოფილი მეუღლე, გავლენიან პირებთან კავშირებით საქართველოსა და რუსეთში, ცდილობს მისი დაცვისქვეშმყოფს, შვილები წაართვას. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელშიც დედა, მცირეწლოვან შვილზე ფიზიკურად ძალადობს, ადვოკატის თქმით კადრები რეალობას არ შეესაბამება და ვიდეომასალა ფაბრიკაციაა.