გერმანია საქართველოს ევროინტეგრაციას მხარდაჭერას უცხადებს. საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის თქმით, ეს გზავნილი მან გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიიღო. ბერლინში შეხვედრები დასრულებულია. შალვა პაპუაშვილის განცხადებით გერმანელ დეპუტატებს მოლოდინი აქვთ, რომ ქვეყანა ევროსაბჭოს 12-ტ რეკომენდაციას ეფექტურად შეასრულებს. მისივე თქმით, გერმანელი კანონმდებლები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ და ევროპის გაფართოების საკითხზე დისკუსიას აგრძელებენ.