შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოფელ დიღომში, 210-ე საჯარო სკოლაში კონცერტი გამართა. მიზანი საზოგადოებისთვის ინკლუზიური კულტურის დანერგვის მაგალითის მისცემა იყო. პარაორკესტრის წევრებმა „მზიურის“ ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ჩატარდა