ჩინეთის ხელისუფლებამ კოვიდ-რეგულაციების ნაწილის მოხსნა დაიწყო. როიტერსის ინფორმაციით, ქალაქ შენშენის მაცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისას კოვიდ-ტესტების უარყოფითი პასუხის წარდგენა აღარ დასჭირდებათ. რაც შეეხება ჩინეთის დედაქალაქ პეკინს, ქალაქის ქუჩებში სავალდებულო კოვიდ-ტესტების გაკეთების რეგულაცია მოხსნა. გამოცემა წერს, რომ რეგულაციების მოხსნის პარალელურად ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლები იზრდება, თუმცა, ჩინეთის ხელისუფლებამ რეგულაციების მოხსნის გადაწყვეტილება ქვეყანაში მასშტრაბური დემონსტრაციების ფონზე მიიღო.