კრემლი დასავლეთს თავისუფალი ბაზრის ძირითადი პრინციპების შეცვლაში ადანაშაულებს. საუბარია რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე, რომელიც აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა დააწესეს. ოფიციალური მოსკოვის შეფასებით ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული დისბალანსი გამოწვეულია დასავლეთის გაუთვლელი ქმედებებით. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა და ავსტრალიამ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, ერთი ბარელის ფასის ზედა ზღვარი 60 აშშ დოლარს შეადგენს.