„პროფესიული მასწავლებლების მობილობა“ - ამ სახელწოდებით, განათლების სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი მიმდინარეობს. პროექტით, უცხოელი ექსპერტების მიერ ადგილობრივი კოლეჯების მასწავლებლების გადამზადება ხდება. პროცესს, თელავის კოლეჯში, განათლების მინისტრის მოადგილე გაეცნო. მან უცხოელ ექსპერტებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები როგორც პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციისთვის, ასევე, მასპინძელ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვისაა მნიშვნელოვანი.