პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებების მთავარი თემაა ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საჭიროა დროული გადაწყვეტილებების მიღება. ოპოზიციის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საერთაშორისო ექსპერტების მითითები უნდა შეასრულოს და ექს პრეზიდენტი სამკურნალოდ, საზღვარგარეთ გადაიყვანოს. ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება მმართველი გუნდის ინტერესებშიც შედის.