პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ის ფაქტობრივად მომაკვდავია. განცხადებას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აკეთებს. როგორც შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუს“-ში თქვა, მას სააკაშვილი მსგავს მძიმე მდგომარეობაში არასოდეს უნახავს. წამყვანის კითხვაზე, ეს მისი პირადი შეფასებაა თუ ექიმების, ხაჭაპურიძემ უპასუხა, რომ ისინი ექიმებთან არ კონტაქტობენ, და მხოლოდ ავადმყოფის ისტორიას ეცნობიან. ცნობისთვის, ცენტრ "ემპათიის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. დასკვნა ექს პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.