საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანმა ექსპრეზიდენტზე ისაუბრა. მისი თქმით ახლა მთავარია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას . კელი დეგანანის განცხადებით ამერიკის საელჩო განაგრძობს ადვოკატირებას, რომ სააკაშვილმა შესაბამისი მკურნალობა მიიღოს და მისი უფლებები დაცული იყოს.