პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის დედა პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობით, პოლიტიკური ქულების დაწერისგან. განცხადებას სოციალურ ქსელში გიული ალასანია ავრცელებს. ალასანია წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს რაიმე სახის მონაწილეობა მიიღოს ქართულ პოლიტიკაში და მას სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს. რაც შეეხება ექს პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლას, ალასანია კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მისი შვილი საქართველოს ხელისუფლებას, მოწამვლაში არ ადანაშაულებს. პრეზიდენტის დედის ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში.