პარლამენტმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მომზადებული კანონპროექტები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, სანქციები იზრდება, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე. სიჩქარის გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.