უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის შეფასებით, მადრიდში უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებისა და ესპანეთში გაგზავნილი სახიფათო წერილების უკან რუსეთის ფედერაცია დგას. რეზნიკოვმა ესპანეთის თავდაცვის მინისტრთან, მარგარიტა რობლესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთი ტერორის გასავრცელებლად ტერორისტულ საშუალებებს იყენებს. ესპანეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით კი, კონვერტები ასაფეთქებელი მოწყობილობებით უკრაინისადმი დახმარების გადაწყვეტილებას არ შეცვლიან. ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი “საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის” დარღვევაში დაადანაშაულა და იმედი გამოთქვა, რომ ოდესმე ის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოების წინაშე წარდგება. ესპანეთში, უკრაინის საელჩოში ფოსტით გაგზავნილი ბომბიანი კონვერტი აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. ანალოგიური გზავნილები ესპანეთის პრემიერ-მინისტრს და თავდაცვის სამინისტროსაც გაუგზავნეს.