უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნულმა საბჭომ მთავრობას უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად კანონპროექტის შეტანა დაავალა, რომლითაც უკრაინაში რუსეთის ფედერაციაში მდებარე გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძლება. მისივე თქმით, ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურს დაევალა ჩაატაროს ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, აქვს თუ არა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კანონიკური კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები. ზელენსკის განცხადებით, მისი თქმით, ამ და სხვა გადაწყვეტილებით უკრაინის სულიერი დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი.