რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს კვლავ აქტიურად უტევენ. გვიან ღამით იერიში ხარკოვზე მიტანეს. კლუგინო-ბაშკიროვკის დასახლებაში რუსული რაკეტა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა ბინები სახლის ზედა სართულზე. ამასთან დაიბომბა ზაპოროჟიე, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურული ობიექტის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ახლომდებარე სახლებში აფეთქების ტალღის შედეგად მინები ჩაიმსხვრა. ოკუპანტების მიერ ნასროლი 40-მდე ჭურვი მოხვდა ნიკოპოლის რაიონის სვადასხვა თემს. შედეგად არავინ გარდაცვლილა . უკრიანის გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის ოთხ სამეთაურო პუნქტს და პერსონალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებს დაარტყეს. მათივე ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.