საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მაღალი დონის შეხვედებს მართავს. მისი თქმით, გერმანიის ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და თვლის, რომ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდეა. პაპუაშვილმა განმარტა, რომ გერმანიაში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე დინამიკას და ამას უყურებენ, როგორც პროცესს, რომლის ბოლოშიც უნდა იყოს ევროკავშირის წევრობა.