სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსი ბატიაშვილმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გახსნა. რიგით მეექვსე სხდომაზე შეაჯამეს 2021-2022 წლებში აღნიშნული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული აქტივობები და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. როგორც ალექსი ბატიაშვილმა აღნიშნა, ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ოპერატიული ვითარების კონტროლს. 2021-2022 წლებში სამსახურის მიერ აღკვეთილი იქნა რადიაქტიური ნივთიერებებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტი და პასუხისგებაში მიეცა 5 პირი.