მმართველი გუნდი უახლოეს მომავალში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის საბოლოო პასუხს ელოდება. რაც შეეხება ომბუდსმენის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის მზაობაზე ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, რათა ომბუდსმენობის კანდიდატის დასამტკიცებლად შესაბამისი უმრავლესობა შედგეს. გერმანიაში მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზეც ისაუბრა.