ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და ადამიანური შეცდომების შემცირება საარჩევნო პროცესში - რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა" პოლიტიკურ პარტიებს კვლევის შედეგები წარუდგინა. ორგანიზაციამ 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ჰკითხა, რას ფიქრობდნენ კენჭისყრის დროს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე. შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა აბსოლიტური უმრავლესობა უკვე დანერგილი ცვლილებებით კმაყოფილია. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა კვლევა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა.