ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება, თუმცა ამის მიუხედავად ხელისუფლება დათმობაზე წასვლას მაინც არ აპირებს. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების პროცესს აკვირდება მესამე სექტორი.