F ჯგუფში ყველაფერი დასრულებულია, ბელგიის ნაკრები მუნდიალს დაემშვიდობა დე ბრუინმა და კომპანიამ ხორვატია ვერ გატეხა და 4 ქულით ჩარჩა ჯგუფში. პირველ ადგილზე კი, ბევრისთვის მოულოდნელად, მაროკოს ნაკრები გავიდა, რომელიც შესანიშნავად თამაშობს.
ხორვატიისა და ბელგიის დაპირისპირება მხიარულად დაიწყო, მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. მოდრიჩს მსაჯმა პენალტი არ დაარტყმევინა, რადგან VAR-ზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. მეორე ტაიმში ბელგიელთა შეტევები უფრო ინტენსიური გახდა, თუმცა ლუკაკუმ რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენა - 0:0. ბელგიამ სამ მატჩში მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.
კანადელთა მეკარისა და მცველის შეცდომის შემდეგ, ჰაკიმ ზიეშმა ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გახსნა. 23-ე წუთზე აშრაფ ჰაკიმის პასით ენ-ნესირიმ ორამდე გაზარდა მაროკოს უპირატესობა, რასაც მაროკოელთა მცველის ავტოგოლი მოჰყვა - 1:2.