პოპულარულ კომედიაში „ბავშვი სასეირნოდ მიდის“ (Baby’s Day Out) პატარას როლს ტყუპი ძმა ადამ და ჯეიკობ უორტონები ასრულებენ.
ბავშვების დედა, სუზან უორტონი დიასახლისი იყო და მთელ დროს ტყუპების აღზრდაში ატარებდა.
სუზანი, როგორც ტყუპების დედა, ტყუპების დედების ჯგუფის წევრი გახლდათ. სწორედ ამ ჯგუფმა მიიღო ფილმის გადამღები ჯგუფისგან ოფიციალური თხოვნა, რათა ახალი კომედიისთვის „ბავშვი სასეირნოდ მიდის“ მთავარი გმირი შეერჩიათ.
საქმე ის არის, რომ ამერიკული კანონმდებლობით, ბავშვს დღეში 4 საათზე მეტს ვერ ამუშავებდნენ და გადაღებები უსასრულოდ გაგრძელდებოდა, ამიტომ რეჟისორმა გამოსავალი ტყუპების გადაღებაში იპოვა - ტყუპების როლების მონაცვლეობა დიდ დროს დაზოგავდა.
სიუზან უორტონმა გადაწყვიტა, ბედი ეცადა და ფილმის გადამღებ ჯგუფს თავისი ბიჭების ფოტოები გაუგზავნა.ერთი კვირის შემდეგ 9 თვის ადამ და ჯეიკობ უორტონები პატარა ბუს როლზე დაამტკიცეს. ტყუპებმა თავიანთი საქმე შესანიშნავად შეასრულეს და ფილმმა დიდ წარმატებას მიაღწია.კომედიის პრემიერა 1994 წელს შედგა. ამ ფილმის შემდეგ უამრავი შეთავაზების მიუხედავად, ტყუპების ოჯახმა ბავშვები სხვა ფილმებში აღარ ათამაშეს და ბიჭებმა კინოკარიერა ერთი კომედიით დაასრულეს.
სკოლის დამთავრების შემდეგ ადამმა და ჯეიკობმა სწავლა დელავერის უნივერსიტეტში გააგრძელეს. ბიჭები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან, მაგრამ ცხოვრებაზე სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
ადამ რობერტი სტუდენტობიდან მოდითა და დიზაინით დაინტერესდა და თავისი პირველი კოლექცია წარმოადგინა. სწავლის დამთავრების შემდეგ მან ევროპაში მოგზაურობა და თანამედროვე ტანსაცმლის შექმნა დაიწყო და ფინანსურად გაძლიერდა. ადამი სოციალური ქსელების აქტიური მხარდამჭერია და ჯერჯერობით დაქორწინებული არ გახლავთ.
ჯეიკობ ჯოზეფმა გადაწყვიტა, მამის პროფესია აერჩია. მას გემრიელი კერძების მომზადება და სამზარეულოში ექსპერიმენტების ჩატარება ბავშვობიდან უყვარს. უორტონ უმცროსი ახლა საავადმყოფოში მზარეულად მუშაობს, თუმცა სამომავლოდ, საკუთარი სარესტორნო ბიზნესის დაწყებას გეგმავს. ჯეიკობი, როგორც მისი ძმა, დაქორწინებული არ არის.
სხვათა შორის, ფილმში ძიძის როლს ახალგაზრდა სინთია ნიქსონი ასრულებს - ცნობილი ამერიკელი მსახიობი, იურისტ მირანდა ჰობსის როლის შმსრულებელი HBO-ს პოპულარულ ტელესერიალში „სექსი დიდ ქალაქში“.