პარიზის „შაგრი-ლას“ ისტორიულ დარბაზში დებიუტანტების ყოველწლიური მეჯლისი გაიმართა. წვეულებამ წელს 20-მდე სტუმარს უმასპინძლა, მასში 18-დან 20 წლამდე ასაკის ამომავალმა ვარსკვლავებმა მიიღეს მონაწილეობა. მეჯლისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სტუმარი გახდა 17 წლის პრინცესა ლეა აისედორა ბენი, რომელიც სკანდინავიური მონარქიის ახალი თაობის ყველაზე ლამაზ წარმომადგენლად ითვლება. ლეა ნორვეგიის მოქმედი მეფის, ჰარალდ მეხუთეს შვილიშვილია და გახლავთ სკანდალებით ცნობილი პრინცესას, მარტა-ლუიზას ქალიშვილი.
მეჯლისზე სადებიუტო გამოსვლის დღეს ქერათმიანი პრინცესა ბრწყინავდა „ჯამბატისტა ვალის“ ვარდისფერ კაბაში, რომელიც ბერძნული ქალღმერთის სამოსის მოტივებზე შექმნეს. ლეას ულამაზესი დიადემა ამშვენებდა, რომელიც ბრილიანტის თვლებით იყო გაფორმებული.