რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა - Palitra News

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

2022-12-02 10:16:42+04:00

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ვიაჩესლავ ვოლოდინი სოხუმის აეროპორტში ვერტმფრენით ჩაფრინდა, სადაც მას ე.წ პარლამენტის ლიდერი დახვდა. შეხვედრა შედგა ე.წ პრეზიდენტთანაც.