შვეიცარიის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, 7 -ი მილიარდ 5 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების რუსული აქტივები გაყინეს, რაც დაახლოებით 8 მილიარდ ამერიკულ დოლარს უდრის. შვეიცარიის ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გაყინული თანხები შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევებში, როდესაც ახალი პირები სანქციების ობიექტები გახდებიან.ამ დროისათვის ქვეყნის ბანკებს რუსეთის მოქალაქეების ან რუსეთში დაფუძნებული კომპანიებისგან 100 000-თ შვეიცარიულ ფრანკზე მეტი დეპოზიტის მიღება ეკრძალებათ.