სომხეთში, სოფელ ჯრაბერში ავიაკატასტროფა მოხდა. შემთხვევას რუსეთის 2 მოქალაქე ემსხვერპლა. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, პირველ დეკემბერს, ადგილობრივი დროით 13 საათსა და 11 წუთზე, 95-ტ თვითმფრინავთან კომუნიკაცია შეწყდა, რომელიც ერევანი-ასტრახანის მიმართულებით რეისს ასრულებდა. ადგილობრივი დროით 14 საათსა და 20 წუთზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სოფელ ჯრაბერთან იპოვეს.