პირველი დეკემბერი შიდსის მსოფლიო საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ინფექციურ საავადმყოფოში კონფერენცია გაიმართა ,სადაც საქართველოსა და მსოფლიოში არსებული რეალობა, შიდსის სტატისტიკა და გამოწვევები განიხილეს. დაანონსდა რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანოზაცია სამოქალაქო სექტორთან ერთად შიდსის პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მისაქცევად სხვადასხვა სახის ღონისძიებებს გამართავს .