საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მინისტრის საათის“ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას იმ ახალ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ხელს უწყობს ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებას და მის კიდევ უფრო დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან. მინისტრის განცხადებით, სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინტენსიურად ახორციელებს მესამე თაობის, კომპეტენციებზე დაფუძნებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს, მიხეილ ჩხენკელმა ასევე პროფესიულ განათლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.