ექვსი თვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩატარებული სასამართლო საექსპერტიზო დასკვნა დასრულებულია. მასში მონაწილეობა 10-მა ქართველმა და 6-მა უცხოელმა ექიმმა მიიღო. სასჯელისგან გათავისუფლებისა და გადადების მოთხოვნით ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართეს.