უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთი არ ღირს იმად, რომ მასთან მოლაპარაკებები გამართონ და მან აქამდე არსებულ საზღვრებში არსებობა უნდა შეწყვიტოს.
მისი თქმით, უკრაინამ დაამტკიცა და მთელს მსოფლიოს აჩვენა, რომ მათ რუსეთის არ უნდა ეშინოდეთ.
დანილოვის განცხადებით, რუსები უბრალოდ ბარბაროსები არიან და უკრაინელმა ხალხმა მათთან მოლაპარაკებები აღარ უნდა აწარმოოს.
„ისინი უბრალოდ უნდა განადგურდნენ და შეწყვიტონ არსებობა არსებულ საზღვრებში. დღეს რუსეთი არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ კოლონიები. მათ გაანადგურეს უამრავი ხალხი, ენა, ტრადიცია და კულტურა. ისინი უბრალოდ ბარბაროსები არიან. რუსეთი არ ღირს იმად, რომ მასთან მოლაპარაკებები გავმართოთ. რუსები არიან ქურდები, რომლებიც გამუდმებით იპარავდნენ ვიღაცის ისტორიას, მუდმივად ითხოვენ რაღაცას. მე ვიზიარებ აზრს, რომ პუტინი და ჰიტლერი სიამის ტყუპები არიან, იმ განსხვავებით, რომ ერთი მათგანი ცოტა მოგვიანებით დაიბადა“ , - განაცხადა მან.