ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა. განმცხადებლებმა ევროპულ სასამართლოს იმის გამო მიმართეს რომ მათ საქართველოში ვერ შეძლეს საკუთარი გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის მიეღწიათ. ასევე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერი მათი გენდერული იდენტობის შესაბამისად შეეცვალათ.