ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების გადადების თაობაზე მსჯელობა მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. დეკანოიძის თქმით, საკითხზე ჯერჯერობით არ უმსჯელიათ. პარალელურად "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საპროტესტო აქცია 3 დეკემბერს ჩაინიშნა.