1-ლი თებერვლიდან „თიბისი ბანკში“ სალაროდან თანხის გატანის საკომისიო გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია ბანკმა მომხმარებლებს უკვე დაუგზავნა. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში გავრცელებული ინფორმაციით, ეს წესი მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა როგორც ვხედავთ თებრვლამდე გადაიწია. ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს, რომ ფიზიკური პირის საბარათე ანგარიშიდან თანხის უფასოდ ან შეღავათიანი პირობით გასატანად, ისარგებლონ „თიბისის“ ბანკომატებით. რაც შეეხება სალაროდან თანხის გატანას, ბანკი აანონსებს, რომ 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან, ფილიალების სალაროებიდან, 3 000 ლარამდე თანხის გატანის მინიმალური საკომისიო იქნება გასატანი თანხის 2% (მინ. 2 ლარი), ხოლო უცხოური ვალუტის შემთხვევაში (1000 USD/EURO/GBP-მდე) - 2% (მინ. 1 USD/EURO/GBP),“ - ნათქვამია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ არსებული წესით, სალაროდან თანხის გატანაზე საკომისიო 0,6% იყო.