"ნაციონალურ მოძრაობაში" ფორსმაჟორულ სიტუაციებს არ გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ არჩევნების პროცესს ხელოვნურად ბარიერი არ შეექმნება და არ გადაიდება. სავარაუდოდ დღეს გაირკვევა, თუ რომელ პლატფორმას გამოიყენებენ პარტიაში არჩევნებისთვის.