ცენტრ „ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ყოფილ პრეზიდენტს 10 ისეთი დიაგნოზი დაუდგინდა, რომლებიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილს მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები დგინდება.